ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოს პაციენტების სამხრეთით – უკვე გადატვირთულ საავადმყოფოებში ევაკუაცია შესაძლოა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ღაზის სამხრეთში სამედიცინო დაწესებულებები ისედაც მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ და პაციენტთა ნაკადის მკვეთრ ზრდას ვერ გაუმკლავდებიან. არსებული მონაცემებით, ახლა კლინიკებში ორი ათასზე მეტი პაციენტი იმყოფება. ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საავადმყოფოების ექიმები ამბობენ, რომ ზოგიერთი პაციენტის ევაკუაცია შეუძლებელია.