ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რვა ვაქცინის კლინიკური ცდის ჩასატარებლად ნებართვა უკვე გაცემულია.