საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინის პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა, მეორე დოზა კი 14 ივნისს უნდა გაეკეთებინა. სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი თავს კარგად გრძნობს, იმყოფება თვითიზოლაციაში და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში არიან.