ქუთაისში სასწრაფო დახმარების მეექვსე ბბრიგადის წევრებს შეხვდა ჯანდაცვის მინისტრი. მათ რამდენიმე დღის წინ, რეანიმაციული ღონისძიებებით, გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს. პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გამო ვერ ხერხდებოდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და ამიტომ პარამედიკოს გიორგი გაბედავას გადაწყვეტილებით, გამოყენებული იქნა ძვალშიდა კათეტერი. პაციენტი ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მას სასიცოცხლო პარამეტრები აღუდგა. ჯანდაცვის მინისტრმა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.