ჯანდაცვის მინისტრის მოხსენება

აშშ-ში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამართულ, მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა. სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აზარაშვილმა უცხოელ კოლეგებს, საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევების მართვისა და მკურნალობის წარმატებული გამოცდილება გაუზიარა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტუბერკულოზის, მათ შორის წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები, 2015 წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა. ასევე, გაუმჯობესდა დაავადების ყველა ფორმის მკურნალობის მაჩვენებელი. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა, თუ რა ზეგავლენა იქონია COVID-19-მა ტუბერკულოზის მართვის შესაძლებლობებზე. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, პანდემიის პერიოდში, შემუშავდა მომსახურების მიწოდების ალტერნატიული, უფრო ეფექტური და პაციენტზე ორიენტირებული მოდელები. განვითარდა ონლაინ სერვისები, ციფრული ტექნოლოგიები და ტელემედიცინა.