ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობას. როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული და მას უნდა დაველოდოთ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა, კონსულტაციებით გადაწყდება და გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.