ჯანდაცვის სისტემას აქვს რესურსი, 3500-მდე მძიმე და საშუალო სირთულის კოვიდინფიცირებული პაციენტი მართოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „მოამბის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჰოსპიტალური სექტორის კონტროლი ორი თვის წინ დაიწყო. რეგულირების სააგენტოს მიერ დეტალურად შემოწმდა ყველა დაწესებულება, რომელიც კოვიდინფექციის მართვაში ეტაპობრივად ჩაერთო. ტიკარაძის ცნობით, საქართველოს სტაციონარებში 15 ათასამდე საწოლია და რაოდენობის გაზრდა საჭიროების შესაბამისად მოხდება.