ქვეყნაში არსებული ეპიდსიტუაცია განხილვის ერთ-ერთი მთავრი თემაა იყო მთავრობის სხდომაზე. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიზანი არ არის ქვეყნის ჩაკეტვა. მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე მთავარი ამოცანა იყო, შესაბამისად მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა, ახლა კი ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კომუნიკაციისა და მოწოდებების საშუალებით გაუმჯობესდეს ხარისხი, რათა ინფექცია არ გავრცელდეს. აღნიშნული კომენტარით ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, საკარანტინო პროგრამისთვის 30 მილიონის გამოყოფა ხომ არ ნიშნავს, რომ ქვეყანა მეორე ტალღას ელოდება.