გრიპის შემთხვევების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს 100 ათას მოსახლეზე გრიპის 221 შემთხვევა ფიქსირება.
მინისტრის განმარტებით, ეპიდემიური მზადყოფნა 100 ათას მოსახლეზე 450 შემთხვევას გულისხმობს.
სერგეენკო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.