ოპოზიციის გარეშე ჩაიარა ჯანდაცვის მინისტრის საპარლამენტო გამოსვლამ.
ზურა აზარაშვილი დღეს ჯანდაცვის კომიტეტში მივიდა და დეპუტატებს წლიური ანგარიში ჩააბარა. ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, დიალიზის ცენტრების სიმცირე, ინფექციების კონტროლის მხრივ არსებული მძიმე ვითარება, აფთიაქების ჭარბი რაოდენობა, რაც წამლების ხელოვნურ დეფიციტს ქმნის – ეს მინისტრის მიერ დასახელებული მთავარი გამოწვევებია. ძირითადი კითხვები კლინიკებში ცოტა ხნის წინ ამოქმედებული დიარჯის სისტემის და წამლებზე დაწესებულ რეფერენტულ ფასებზე დაისვა. დაანონსდა ცალკეული ინიციატივებიც, მათ შორის სისხლის სამი ახალი ბანკის შექმნა.