ქვეყანაში გავრცელებულ გრიპის ვირუსზე კითხვები ჯანდაცვის მინისტრს წლიური ანგარიშის წარდგენის დროსაც დაუსვეს. დავით სერგეენკომ დღეს 2018 წელი შეაჯამა.
განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე და იმ პროგრამაზე გაკეთდა, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველი, შშმ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები მედიკამანტებზე სხვადასხვა შეღავათით სარგებლობენ. 2019 წელს პროგრამის ბენეფიციართა სიის გაფართოება იგეგმება. სწორედ წამლებში გაწეულ ხარჯებს მიიჩნევს მინისტრი საკუთარი უწყების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.
ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრებთან ერთად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროში მომავალი წლისთვის დაგეგმილ პროექტებზეც მიიღეს ინფორმაცია.