ჯანდაცვის მინისტრმა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ის პაციენტები მოინახულა, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და სამედიცინო სერვისს ზუგდიდში, რუხის კლინიკაში იღებენ. მინისტრი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და 8 მარტი მიულოცა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რეგიონში მცხოვრებ და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას უწევს.