კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“

12:35, 30.10.2026

„ვარდისფერი ოქტომბრის“ გლობალურ კამპანიას „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი” შეუერთდა და აფხაზეთიდან დევნილი ქალებისთვის უფასო სკრინინგის აქცია გამართა. სამედიცინო ცენტრის გლდანის ფილიალში დევნილ ბენეფიციარებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩაუტარდათ. ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

სკრინინგის აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, „სამედიცინო ცენტრ აფხაზეთისა“ და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის – „აფხაზეთის წარმომადგენლობის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი