„ფინანსური განათლების ავტობუსი“ – ეროვნული ბანკის პროექტი
ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პროექტი – „ფინანსური განათლების ავტობუსი“ წარადგინა. ინიციატივის ფარგლებში, „ფინ-ედუს“ ავტობუსი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს მოემსახურება და მოსწავლეებს ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. პროექტის განსახორციელებლად: ეროვნულ ბანკს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.