ფრანგი ტუროპერატორები საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში საფრანგეთიდან 9 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელთა ჯგუფი იმყოფება. გაცნობითი ტურის ფარგლებში, ფრანგი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურულ ღირსშესანიშნაობებსა და სასტუმრო ინფრასტრუქტურას გაეცნენ. თბილისის დათვალიერების შემდეგ სტუმრები ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას, წინანდალსა და ლოპოტას ესტუმრნენ. ინფო ტურის ფარგლებში ფრანგი ტუროპერატორები ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.