„ვარდისფერი ოქტომბერი“

15:26, 01.11.2026

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით, ეროვნული ლიგის კლუბები „ვარდისფერი ოქტომბრის“ მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ. ინიციატივის ფარგლებში, თინათინ ნიბლოშვილი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართულ 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩს დაესწრო. ხუთივე შეხვედრაზე გუნდების კაპიტნები და მსაჯები მოედანზე, სპეციალური ვარდისფერი სიმბოლიკით გამოვლენ.

კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ტარდება, რადგან ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

მსგავსი