ღონისძიება საპატრიარქოს ორგანიზებით
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, რუსთავის მერიის ხელშეწყობითა და სამრევლო სკოლების მონაწილეობით, რუსთავში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. პროექტის სახელწოდებაა „ქრისტიანულ მემკვიდრეობაში ასახული ქართული დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება“ და ის მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქრისტიანული ღირებულებებისა და ეროვნული მემკვიდრეობის ინტერესის გაღვივებას, საეკლესიო ხელოვნების პოპულარიზაციას და სამრევლო სკოლებს შორის შემოქმედებით თანამშრომლობას.