ექიმი, რომელმაც სოფელს 60 წელი მიუძღვნა
ექვს ათეულ წელზე მეტი მშობლიური სოფლისა და თანასოფლელების სამსახურში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ექიმ მერი ჭანტურიას ყველა იცნობს. არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ადგილობრივი ამბულატორია არასდროს დაუტოვებია, მისთვის მთავარი პაციენტების ნდობა და სიყვარულია.
პროფესიული წარმატებები და ჰიპოკრატეს ფიცის მრავალწლიანი ერთგულება, – გაიცანით ზუგდიდის საპატიო მოქალაქე, ექიმი მერი ჭანტურია.