ჯანდაცვის მინისტრმა რუხის ახალგახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილი კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად, საოპერაციო შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სამედიცინო დაწესებულებაში ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიისა და კარდიოლოგიის მიმართულებები ამოქმედდა.
საავადმყოფო თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური, ადგილობრივი და სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები.