ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისის კლინიკაში

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა ჯანდაცვის მინისტრმა. კლინიკაში, გადაუდებელი დახმარებისა და ქირურგიული განყოფილებები რემონტდება. ასევე, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიისა და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. სამედიცინო ცენტრი 130 საწოლზეა გათვლილი.