პრემიერის შემდეგ დეპუტატებმა ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს.
დეპუტატებს აინტერესებდათ, როდის გაუმჯობესდება სოციალური მუშაკების სამუშაო პირობები, როგორ კონტროლდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი სოლიდური თანხები და რამდენად სამართლიანად ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ქულების მინიჭება.
საარსებო შემწეობების გაცემის მეთოდოლოგიაში, სამინისტრო ამ ეტაპზე ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოში დაწყებულ მასშტაბურ რეფორმას, დეპუტატებმა დღეს მინისტრს შეახსენეს, რომ თბილისისგან გასხვავებით, რეგიონებში ისევ მძიმე ვითარებაა.