ჯანდაცვის მინისტრს დეპუტატების და უფლებადამცველების მწვავე კითხვების მოსმენა მოუხდა.
ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ დავით სერგეენკო დღეს პარლამენტში მივიდა. შეკითხვები ძირითადად 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს ეხებოდა, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტოდან თანამშრომლების დათხოვნა და უწყებაში დაწყებული რეორგანიზაცია მოჰყვა.
მინისტრმა სფეროში არსებული სისტემური ხარვეზები აღიარა, მომხდარზე პასუხისმგებლობა პირადად აიღო და სააგენტოში მასშტაბური ცვლილებები დააანონსა.