60 წლის ილუზიონისტ ოლეგს და „სპაიდერმენ“ დათოს ორკაციანი საცირკო დასი აქვთ. ისინი მივარდნილ სოფლებში დადიან და სკოლის მოსწავლეებისთვის წარმოდგენებს მართავენ.
ფილმის მთავარ გმირს – ოლეგს უნდა, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდა თაობას გადასცეს და ამიტომ გადაწყვეტს მოძებნოს და აღზარდოს მისი საქმის გამგრძელებელი.
ეს იდეა არ მოწონს ოლეგის ცოლს ანაიდას, რომელიც ფიქრობს, რომ ეს სრულიად უშედეგო წამოწყებაა.
მანანა ხიდაშელის, ზაზა ჯღარკავას და ლევან ადამიას ფილმი
დოკუმენტური ფილმები
ავტორი -
მანანა ხიდაშელი,
ზაზა ჯღარკავა,
ლევან ადამია