„ჯამბაზის კალენდარი“ - პრესტიჟულ კინოფესტივალზე

საქართველოს პირველი არხის ბაზაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი,  საუკეთესო უცხოენოვანი ნამუშევრის კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბძოლებს. რეჟისორ  ლევან ადამიას „ჯამბაზის კალენდარი“, ფლორენციის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია.

სურათი  ორი ადამიანის ისტორიაზეა,  სადაც მთავარი გმირი ჯამბაზია და საკუთარი პროფესიის  გამგრძელებელს ეძებს. ფლორენციის კინოფესტივალის გამარჯვებულების ვინაობა შემოდგომაზე გაირკვევა.