„ჯამბაზის კალენდარი“ - პირველი არხის დოკუმენტურმა ფილმმა Heart of Europe-ს პრიზი მიიღო

საქართველოს პირველი არხის დოკუმენტურმა ფილმმა „ჯამბაზის კალენდარ“ პოლონეთის ფესტივალზე –Heart of Europe, ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.

საქართველოს პირველმა არხმა პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიაში წარადგინა, მათ შორის იყო ლევან ადამიას რეჟისორობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ჯამბაზის კალენდარიც. კონკურსი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლები, მიზნად ისახავს რეგიონში სატელევიზიო წარმოების პოპულარიზაციასა და საზოგადოებრივი მედიის გაძლიერებას ევროპაში. კონკურსზე 12 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის 80-ზე მეტი პროექტი იყო წარდგენილი.

„ჯამბაზის კალენდარი“

საქართველოს პირველი არხის დოკუმენტურმა ფილმმა „ჯამბაზის კალენდარი“ პოლონეთის ფესტივალზე Heart of Europe ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო