700 000 ლარიანი გირაო და ქვეყნის დატოვების აკრძალვა ნებართვის გარეშე, – ასეთია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე, გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარის შუამდგომლობა კი, აღკვეთის ღონისძიების არ გამოეყენება იყო.
გამოძიება ბრალდებულებს 17-მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. თავად მამუკა ხაზარაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს.
ხათუნა გაგნიძე დეტალებით.