მმართველი პარტიის ყრილობას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ოპონენტების მხრიდან.
შეფასებების დროს განსაკუთრებული აქცენტი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის იმ ნაწილზე კეთდება, სადაც ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად კონკურენტუნარიანი ოპოზიციის არარსებობა დაასახელა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების ნაწილი ამბობს, რომ დღევანდელი გამოსვლებიდან ახალი არაფერი გაუგიათ. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ყველაზე საინტერესო ის განცხადებები აღმოჩნდა, რომლითაც მმართველ გუნდში წარმოშობილი უთანხმოება დადასტურდა.
ქეთევან ქაშაკაშვილმა მოისმინა ოპოზიციური პარტიების ლიდერების კომენტარები.