ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

მეორედ პოლიტიკაში და მიმართვა თანაგუნდელებს და საზოგადოებას – დღეიდან პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“  ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

ყოფილი პრემიერი თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ყრილობაზე, რომლის მთავარი მოვლენა პოლიტიკიდან 2013 წელს წასული და თითქმის ხუთი წლის შემდეგ დაბრუნებული ექს-პრემიერის სიტყვით გამოსვლა იყო. დღეს დასახელებული სამი მიზეზიდან ერთ-ერთი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიღო, გუნდში არსებული გაუგებრობა იყო. პარტიაში წარმოშობილი უთანხმოება მან აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს გაცდენილ დაპირისპირებად შეაფასა და გუნდს შეახსენა, რომ პირადი წყენის გამო ეროვნული ამოცანების შესრულებას საფრთხე არ უნდა შეექმნას. ყრილობის შემდეგ მედიამ პასუხი მიიღო კითხვაზეც – იგეგმება თუ არა პრემიერის შეცვლა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გზავნილები სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა.