იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს. დღეს საბჭოს წევრებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ლაშა მაღრაძის თქმით, დღეს საბჭოს წევრებმა მოისმინეს ანგარიში და საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად, ჩატარდეს დამატებითი სასწავლო კურსები.
ლაშა მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად აღნიშნული მოსაზრება სკოლამ გაითვალისწინოს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საბჭომ უნდა იმსჯელოს, მოსამართლებისთვის ყოველთვიურ სარგოზე დანამატის განსაზღვრის ახლებური წესია.