იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს. შერჩევის პროცესს ის მოსამართლეები გადიან, რომლებსაც სასამართლო საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აქვთ და „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უვადოდ გამწესების თხოვნით მიმართეს.
ისინი ეტაპობრივად უპასუხებენ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების შეკითხვებს. საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეების მიმართ შერჩევით სამართალზე საუბრობენ.