პარლამენტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი იწყება.
საკანონმდებლო ორგანომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს. სახალხო დამცველის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მინიმუმ 90 ხმის მობილიზებაა საჭირო, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აუცილებელ პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვს. კონკურსში ის ადამიანებიც მონაწილეობენ, რომლებიც პარალელურად სახალხო დამცველობის კანდიდატები არიან. გასაუბრების შემდეგ დეპუტატებმა არჩევანი 32 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის მსგავსად, დიდი ალბათობით, პროცესი ამ შემთხვევაშიც მარტივად არ წარიმართება.