ომბუდსმენობის კანდიდატებს – გიორგი ბურჯანაძესა და ანა აბაშიძეს იუსტიციის საბჭოს წევრობაც სურთ. პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ასარჩევად, განაცხადების მიღება დასრულდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ხუთ ვაკანტურ ადგილზე, 32 კანდიდატია წარდგენილი. კანდიდატებს შორის არიან: იურისტები, სამართლის დარგის სპეციალისტები, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.