საქართველოს პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეხმაურებიან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გადაწყვეტილებას უცნაურს და გაუგებარს უწოდებს და ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებასთან კითხვები აქვს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ანა დოლიძის პოზიციას აბსურდს უწოდებს. მისი თქმით, საბჭოს არამოსამართლე წევრებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ყველაფერ ცუდს სასამართლოს აბრალებენ.