იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს
ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც მოსამართლე წევრები საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს დაუპირისპირდნენ. მათ დოლიძის მიმართ ბრალდებები ჯერ სხდომის დაწყებამდე, შემდეგ კი სხდომის მიმდინარეობისას გააჟღერეს და პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს.
ანა დოლიძე ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს. სხდომაზე რამდენიმე თემა უნდა განეხილათ, თუმცა დაპირისპირების გამო, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
საბჭოში ჯერ კიდევ პირველ საკითხს, საქმეების ელექტრონულად განაწილების წესში ცვლილებას განიხილავენ.