იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას საქალაქო სასამართლოში მართავს.
საბჭო მსგავსი ფორმატით სხდომას მეორედ ატარებს. პირველი გასვლითი შეკრება, ბორჯომში, რამდენიმე თვის წინ შედგა.
საქალაქო სასამართლოში შეკრების მიზეზი, დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხია. საუბარია პარლამენტის ცხრაკაციანი ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვაზე. ინიციატივის მიხედვით, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება, 2025 წლამდე უნდა შეჩერდეს.