იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ხვალ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ.
ინიციატივის მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმა.
დღესვე სხდომაზე საბჭოს წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს.