იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა ნაწილი ანა დოლიძის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა ნაწილი ანა დოლიძის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს.
სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში და მის შემდეგ თანამშრომლობდა ორგანიზაცია რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი აქვს შეტანილი.
მოსამართლეთა განცხადებით, სწორედ ანა დოლიძე ეხმარებოდა ორგანიზაციას მაკომპრომეტირებელი მასალების შეგროვებაში. თუმცა, თავად ანა დოლიძე ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნულს, მის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარ კამპანიად აფასებს.