„ქართული ოცნების“ ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა მორიგი დაპირისპირება გამოიწვია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
მოსამართლეების თანდასწრებით სასამართლოში გამართული გასვლითი სხდომა ხმაურიანი განცხადებებით დასრულდა.
როგორც ირკვევა, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც საბჭოს მოსამართლე წევრებმა კოლეგების თანდასწრებით ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს მოსთხოვეს, აეხსნათ, თუ რატომ უჭერენ მხარს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას.
აქტიურობდნენ ის მოსამართლეებიც, რომლებსაც გამოსაცდელი ვადა მალე ეწურებათ. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მისი გასაჩივრებით იმუქრებიან.