ანა დოლიძე მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორის გადადგომას ითხოვს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა მოსამართლეთა დანიშვნის გამჭვირვალობის საკითხი დააყენა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია ექვს საკითხის განხილვა. მათ შორის სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა. ასევე, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.