იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს უსმენენ

უკვე ოთხი საათია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს უსმენენ.

საბჭო დღეს 17 კანდიდატს მოუსმენს. საბჭოს წევრების მხრიდან ხმაურიანი განცხადებები დღესაც გაკეთდა და კრიტიკის მთავარი ადრესატი ანა დოლიძე იყო.