იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინააღმდეგ. რატი ბრეგაძის უწყებამ, გამოტანილ დასკვნაზე ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა. საუბარია, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შესვლის კადრებზე, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა. ინსპექტორის სამსახურმა კი ეს ქმედება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. პირველი სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება.