მცხეთაში სამხედრო ქუჩა №9-ის მიმდებარედ იუსტიციის სახლი აშენდება. პროექტის დაწყების აღსანიშნად იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. მცხეთის იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება. მცხეთის იუსტიციის სახლი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რიგით მეექვსე ფილიალი იქნება.