იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა - დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა იმართება.
დეპუტატები საგანგებოდ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც კენჭისყრაზე ოპოზიციის დეპუტატების მხარდაჭერის საფუძველზე საკანონმდებლო ორგანომ კვალიფიციური უმრავლესობით შეძლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის დამტკიცება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, გამორიცხულია მხარდამჭერი ოპოზიციონერები მათი პარტიის წევრები იყვნენ, თუმცა არ არის გამორიცხული, ისინი სწორედ მათ ფრაქციას წარმოადგენდნენ.