იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეორე ვადით არჩეული ლევან მურუსიძე ბრალდებებს არანაკლებ მწვავე ტონით პასუხობს.
ოპოზიციის და მესამე სექტორის შეფასებით, საბჭოს მოსამართლე წევრად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და წინა ხელისუფლების დროს არაერთი გახმაურებული განაჩენის ავტორის არჩევა ქართულ მართლმსაჯულებაში კლანურ მმართველობას და არაფორმალურ გავლენებს ამყარებს. უფლებადამცველებს ასევე აინტერესებთ, რატომ დატოვა ერთი წლის წინ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად არჩეულმა გიორგი გოგინაშვილმა დაკავებული პოზიცია ვადაზე ადრე, რის შემდეგაც მურუსიძემ მოსამართლეთა კონფერენციას საკუთარი კანდიდატურა თავად წარუდგინა და ხომ არ გათავისუფლდა საბჭოში მისთვის ადგილი სპეციალურად.