იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.
კონკურსში სულ 70 კანდიდატი მონაწილეობს. პროცესი დღეს 17-მა გაიარა.
გასაუბრებაზე დასწრება სურდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რომელმაც სხდომაზე შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინა. თუმცა, სხდომაზე ის არ დაუშვეს. ფაქტს კანონდარღვევას უწოდებს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დილიძე. მისი განმარტებით, ომბუდსმენის წარმომადგენელს შესვლის უფლება ნებისმიერ დაწესებულებაში აქვს. საპირისპირო მოსაზრება აქვს საბჭოს მოსამართლე წევრ დიმიტრი გვრიტიშვილს. მისი განცხადებით, ომბუდმესნის წარმომადგენლის მიერ სხდომაზე გასაჯაროებული დოკუმენტი, არ ითვალისწინებს შემოწმების განხორციელებას.