იუსტიციის საბჭოს მიმართვა პრეზიდენტს

უკანონო მოთხოვნა, – ასე აფასებს ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტისადმი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართვას.

არამოსამართლე წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში განუცხადეს, რომ კანცელარიიდან მიმართვა არ გასულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ადასტურებენ, რომ მიმართვა სალომე ზურაბიშვილის სახელზე უკვე მიიღეს.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი პრეზიდენტს ანა დოლიძის გაწვევეის მოთხოვნით მიმართავს. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სასამართლო სისტემაში არსებული კლანის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანის დასჯის მცდელობას. უმრავლესობაში კი კონსტიტუციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პარლამენტი ამ საკითხში არ ჩაერევა.

ხატია ჯამალაშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს.