საქართველოს პრეზიდენტმა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. განცხადება ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა. მისი თქმით პრეზიდენტმა, გამჭირვალობის მიზნით, 21 ივნისს შექმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც ზურაბიშვილს ორი კანდიდატურა წარუდგება. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გამოყენებული იქნება სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა შერჩევისთვის.