„ქართული ოცნების“ ყველაზე სტაჟიანი მინისტრი ხვალ თანამდებობას დატოვებს.
მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი, თეა წულუკიანი დღეს იუსტიციის მინისტრად მუშაობის რვა წელს აჯამებს. შემაჯამებელ ანგარიშში განსაკუთრებულ ადგილი ეთმობა სამ ტალღად წარმართულ სასამართლო რეფორმის, მოსამართლეების უვადოდ გამწესებას და პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გამოყოფას. გამოყოფილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შექმნა, მიწის რეფორმა და ბავშვთა, ქალთა და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები. ჯერ უცნობია, 2012 წლის მსგავსად წულუკიანი მთავრობაში გადაინაცვლებს, თუ საკანონმდებლო ორგანოში დარჩება.
ხათუნა გაგნიძემ მოისმინა რვაწლიანი მუშაობის ამსახველი ანაგრიში.