იუსტიციის მინისტრის პოზიცია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოს მესამე პრეზიდენტს კომპლექსურ ექსპერტიზას სამხარაული ექსპერტიზის ცენტრი ჩაუტარებს. განცხადება ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. რატი ბრეგაძის თქმით, მისი უწყება სამხარაულის ცენტრს ოფიციალურად რამდენიმე დღეში მიმართავს.