იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პარლამენტის დატვირთული დღის წესრიგი – საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერი და სამი მინისტრი მივიდნენ. ინტერპელაციის წესით გამართულმა სამმა მოსმენამ ხმაურიანად ჩაიარა. ამ წუთებში კი ტრიბუნასთან იუსტიციის მინისტრი უნდა ავიდეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს. ოპონენტების კითხვები ძირითადად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდება.